დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დანიშნულია დროებითი ავტობუსის მარშრუტი მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით. მარშრუტები მოემსახურება მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოებს. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან და ვარკეთილის III მასივიდან. გზავრობა უფასოა.