პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2026-04-13 12:48:58+04:00

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1 პირს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.