საქართველოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვევა - Palitra News

საქართველოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვევა

2026-04-13 13:13:35+04:00

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ეწვევა, - ინფორმაციას მაიკლ ო’ფლაერტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

„საქართველოში მივემგზავრები, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო“, - წერს მაიკლ ო’ფლაერტი X-ზე.