რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს, რადგან უნგრეთისა და რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება და ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაზეთ Népszava-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ასევე, პიტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთში „პროუკრაინული მთავრობა არავის სურს და ყველას პროუნგრული მთავრობა სურს“.
„კარგი იქნებოდა, გვყავდეს მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხის რეალურ პრობლემებს მოაგვარებს. თუ ასეთი ვითარება იქნება, მაშინ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს. არც უნგრეთის და არც რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. საჭიროა დივერსიფიკაცია, მაგრამ ეს ერთ დღეში არ ხდება. თუ საჭირო იქნება მოლაპარაკებებს გავმართავთ, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით“, - განაცხადა მადიარმა.