დონალდ ტრამპი - ირანის საზღვაო ბლოკადა იწყება - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანის საზღვაო ბლოკადა იწყება

2026-04-13 14:39:43+04:00

ირანის საზღვაო ბლოკადა იწყება - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ბლოკადა ყველა ქვეყნის გემზე გავრცელდება, „რომლებიც შედიან ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, კერძოდ, სპარსეთისა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებში ან იქიდან გამოდიან“. ცნობისთვის, ირანთან მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ გამოაცხადა, რომ აშშ ყველა იმ გემის ბლოკირებას დაიწყებს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას შეეცდება.