წინასწარი მონაცემებით, პერუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო პროცესი შეფერხებებით წარიმართა და დედაქალაქ ლიმაში 52 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო. აღნიშნულის შედეგად, პერუს ეროვნულმა საარჩევნო ორგანომ, ხმების დათვლის პროცესის დაწყების შემდეგ ხმის მიცემის ვადის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა. ამ დროისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებში პერუ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი, კონსერვატორი კეიკო ფუხიმორი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილს ლიმას ყოფილი მერი, მემარჯვენე რაფაელ ლოპეს ალიაგა იკავებს.