რუსეთი უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს სცემს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უნგრეთში ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების გაგრძელებას ელის.
„უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან ჩვენი პრაგმატული კონტაქტების გაგრძელებას ველით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები დიალოგის სურვილის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე ბუდაპეშტისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის განცხადებით, „უნგრეთში ჩატარებული არჩევნები უკრაინაში კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს“.
„არ მიმაჩნია, რომ ამას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განვითარებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. ეს სხვადასხვა პროცესებია, ამიტომ რაიმე სახის კავშირს ვერ ვხედავ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.