სვეტიცხოვლის ტაძარში შიო მესამის აღსაყდრებას მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ - Palitra News

სვეტიცხოვლის ტაძარში შიო მესამის აღსაყდრებას მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

2026-05-12 20:57:51+04:00

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქი ჰყავს - შიო მესამის სამღვდელმთავრო გვირგვინის დადგმა სვეტიცხოვლის ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს გაიმართა. სწორედ სვეტიცხოველში აკურთხეს 23 წლის წინ მაშინდელი იღუმენი შიო ეპისკოპოსად.

გაფართოებულ კრებაზე მღვდელმთავრებმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი სამ კანდიდატს შორის აირჩიეს, მან 22 ხმა მიიღო.

ისტორიულად, შიო პირველი და შიო მეორე ამ ტიტულს მე-14 და მე-15 საუკუნეებში ატარებდნენ. ახალი პატრიარქის აღსაყდრება განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღს დაემთხვა და სვეტიცხოველში სასულიერო პირებთან ერთად მრევლი და მმართველი პარტიის ლიდერებიც შეიკრიბნენ.