რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაარტყა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა - Palitra News

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაარტყა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა

2026-05-24 12:10:37+04:00

რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით შეუტიეს, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სხვადასხვა რაიონში დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, საცხოვრებელი სახლები, სუპერმარკეტი.

დარტყმა განხორციელდა შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე სკოლის შენობაზე.

სკოლის თავშესაფარში ადამიანები იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, თავშესაფრის შესასვლელი ნანგრევებითაა ჩაკეტილი.

სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.