სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა. ამის შესახებვ სომხეთის მთავრობის მეტაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. ფაშინიანის თქმით, დღეს უკვე სომხეთი რამდენიმე უმსხვილეს ქვეყანას უკავშირდება, მათ შორის ევროკავშირს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით. სომხეთს მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდი მოვლენაა. ფაშინიანი თურქ და ქართველ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.