პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავა

2026-05-24 13:35:25+04:00

თბილისის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთ პირს და ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენისიარაღი - დანა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.