რუსეთის მასობრივი სარაკეტო შეტევა კიევზე - Palitra News

რუსეთის მასობრივი სარაკეტო შეტევა კიევზე

2026-05-24 13:39:55+04:00

რუსულმა რაკეტებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტია, რის შედეგადაც - ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-მდე დაშავდა. თავდასხმის შედეგად სხვადასხვა რაიონში დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სახლები და სუპერმარკეტი. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სულ მცირე, ათი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. უკრაინული მხარე მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენას ურჩევს და მათ მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ,,ორეშნიკის“ რაკეტით დარტყმისთვის ემზადება, რის გამოც თითოეული დარტყმის საპასუხოდ საჰაერო თავდაცვას ამზადებენ.