ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი თეირანში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა. ირანში ვიზიტის ფარგლებში მუნირმა მოლაპარაკებები ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთანაც გამართა. ღალიბაღმა მუნირს განუცხადა, რომ ირანი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უფლებებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ომს განაახლებს, მაშინ შედეგები უფრო გამანადგურებელი“ იქნება.