დონალდ ტრამპის განცადებით, ამერიკასა და ირანს შორის შეთანხმების პირობები „ძირითადად მოლაპარაკებულია“ - Palitra News

დონალდ ტრამპის განცადებით, ამერიკასა და ირანს შორის შეთანხმების პირობები „ძირითადად მოლაპარაკებულია“

2026-05-24 13:42:35+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის განცადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების პირობები „ძირითადად მოლაპარაკებულია.“ მისივე ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საუდის არაბეთის პრეზიდენტ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან და სხვა პირებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ იქნა მიღებული. დონალდ ტრამპს ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთანაც. ტრამპის თქმით საუბარმა წარმატებით ჩაიარა.