უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმა აჩვენებს კრემლის სისასტიკეს და როგორც ადამიანის სიცოცხლის, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ უპატივცემლობას, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორი ძალა არ არის, ეს სასოწარკვეთილებაა.
„მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მხარს ვუჭერთ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
უკრაინაზე თავდასხმას ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც.
„რუსეთმა განალაგა „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემა და მასობრივი თავდასხმები განახორციელა უკრაინაში - სისასტიკის დაუნდობელი დემონსტრირება, რომელიც მიმართული იყო მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მკაცრად ვგმობ ამ უგუნურ ესკალაციას. ეს კიდევ ერთი აშკარა შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთს არ აქვს ინტერესი მნიშვნელოვან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს“, - წერს კოშტა.
მისი თქმით, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას.