„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, სამეგრელოს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. გზების არარსებობა, წყლის პრობლემა და სრულად გამოუყენებელი ტურისტული პოტენციალი - ეს არის საკითხები, რომლებიც ლელოს ლიდერის განცხადებით, რეგიონების მოსახლეობას აწუხებს. ირაკლი კუპრაძემ წალენჯიხაში მამუკა ხაზარაძის ინიციატივით დაწყებული პროექტები მოინახულა, რითიც ასობით ბავშვი უფასოდ სარგებლობს.