მიმართავს თუ არა საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის ხელისუფლებას პატიმრების შეწყალებით თხოვნით - ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ალბათობით სინოდის სხდომაზე გაიმართება, რომლის გამართვის თარიღიც ამ ეტაპზე უცნობია. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, პატიმრების შეწყალების თემაზე საუბარი ჯერ კიდევ პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლის პერიოდში დაიწყო. მეუფეს თქმით, საჭიროა ქვეყანაში დაპირისპირება დასრულდეს, ეს კი მხარეებს შორის ურთიერთპატივისცემით მიიღწევა. მეუფე დანიელის თქმითვე, წმინდა სინოდის კრების მოწვევა კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის პრეროგატივაა.