ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, თეირანი და მისი მომლაპარაკებელთა გუნდი ქვეყნის ღირსებასა და სიამაყესთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავლენ, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
ამასთან, პეზეშკიანის მტკიცებით ირანი მზადაა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას.
„მზად ვართ დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ვცდილობთ“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ირანი რეგიონში არეულობას არ ცდილობს.