ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

2026-06-09 10:33:47+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდება.

ლიდერები უკრაინასა და ესტონეთს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ასევე, ზელენსკი ნორდიკულ-ბალტიური თანამშრომლობის (NB8) სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება. განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა.