მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევა - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

2026-06-09 12:41:38+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, კენიის, რუსეთის, ნიგერიის, ერაყის, კუბის, ლიბანის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომალის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 84 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.