პრემიერის ბრიფინგი - საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია - Palitra News

პრემიერის ბრიფინგი - საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია

2026-06-09 12:42:53+04:00

საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, საკუთარი გამოსვლის უდიდესი ნაწილი პარტიის საპატიო თავმჯდომარის დამსახურებებს მიუძღვნა. ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წელს, ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი.