ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია, თუმცა ბოლო 48 საათში მხარეები დეესკალაციისკენ მიმართულ განცხადებებს აკეთებენ. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რასაც წინ უძღოდა ისრაელის ავიადარტყმები ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედ პროირანულ დაჯგუფებებზე. ისრაელის თავდაცვის სისტემებმა ირანული რაკეტების უმეტესობა გაანეიტრალეს, რის შემდეგაც რეგიონში ახალი ფართომასშტაბიანი ესკალაციის საფრთხე გაჩნდა.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში გააფრთხილა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ ირანთან კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ისრაელი, შესაძლოა, მარტო აღმოჩენილიყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა „თავდაცვის უფლებას ინარჩუნებს“, თუმცა ამ ეტაპზე მზად არის სამხედრო მოქმედებების შეჩერებისთვის, თუ ირანი ახალ თავდასხმებს არ განახორციელებს. თავის მხრივ, თეირანი აცხადებს, რომ პასუხობს ისრაელის ქმედებებს და რეგიონში უსაფრთხოების ახალი მექანიზმების შექმნას მოითხოვს.