უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

2026-06-09 12:46:22+04:00

უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ძალების მიერ უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა ფეხმძიმე ქალიც. ამასთან, რუსებმა თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ხარკოვზეც, რის შედეგადაც 15 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაშავდა. თავდასხმის შედეგად ქალაქში სულ მცირე 18 ავტომობილი დაზიანდა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი და სხვა შენობები დაზიანდა.