საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 271.2 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - Palitra News

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 271.2 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

2026-06-09 13:46:24+04:00

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 271.2 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2025 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით 47.7%-ით მეტია. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით. კერძოდ, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 101.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.5%-ია. ხოლო სავალო ვალდებულებებმა თითქმის 24 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8.8%-ია. მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერობს გაერთიანებული სამეფო - 52.4 მლნ. დოლარით, მას მოსდევს აშშ - 47.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნიდერლანდები - 29.2 მლნ. აშშ დოლარით. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-მარტის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 47.6% შეადგინა. რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, წელს, 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი - 25.1 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა. მეორე და მესამე პოზიციებს კი უძრავი ქონებისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორები ინაწილებენ. ჯამში, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 77.8% შეადგინა.