4 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1.1 მლრდ ლარს გადააჭარბა - Palitra News

4 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1.1 მლრდ ლარს გადააჭარბა

2026-06-09 13:47:02+04:00

4 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1.1 მლრდ ლარს გადააჭარბა. მოგების 90% მხოლოდ 2 საფინანსო ინსტიტუტზე მოდის. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 1 მილიარდ 171 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. სებ-ის სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი 166.5 მლნ ლარით, ანუ დაახლოებით, 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 4 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო - 603 მლნ ლარზე მეტი; მომგებიანობის თვალსაზრისით მესამე ადგილზე „თიბისი ბანკია“ – დაახლოებით 444 მლნ ლარით; მესამეზე კი „ბაზისბანკი“, რომლის მოგებამ ოთხ თვეში დაახლოებით 38 მილიონი ლარი შეადგინა. ანუ გამოდის, რომ მომგებიანობის თვალსაზრისით მეორე და მესამე ადგილოსან ბანკებს შორის სხვაობა კატასტროფიულია. „თიბისი ბანკის“ წმინდა მოგება დაახლოებით 11-ჯერ აღემატება „ბაზისბანკისას“. შესაბამისად, კომერციულ ბანკების მთლიანი მოგების 89.4%, კვლავ მხოლოდ 2 ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის და ბაზარზე კომერციული ინსტიტუტების სიმრავლის მიუხედავად, 17 ბანკი ოპერირებს მოგეხსენებათ, დომინანტი მხოლოდ ორია.