ეროვნულმა ბანკმა სავალუტო შესყიდვები კვლავ განახორციელა, შესაბამისად  რეზერვები 7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა - Palitra News

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო შესყიდვები კვლავ განახორციელა, შესაბამისად  რეზერვები 7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

2026-06-09 13:47:31+04:00

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო შესყიდვები კვლავ განახორციელა, შესაბამისად რეზერვები 7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ წლის მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 531 მლნ დოლარზე მეტით გაიზარდა და 7 მლრდ დოლარი შეადგინა. სებ-ის ცნობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის 100 პროცენტიან დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით 114.8% შეადგენს. ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-აპრილში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 833 მლნ დოლარი შეადგინა. მოგეხსენებათ, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია მოახდინა და ოქროში ინვესტიციები განახორციელა. მას შემდგომ, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი. 2026 წლის მაისის მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან 543 მლნ დოლარზე მეტით გაიზარდა. ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.9%-ს, ანუ 1 მილიარდ 43 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.