სასტუმროების ფასები საქართველოს რეგიონებში - Palitra News

სასტუმროების ფასები საქართველოს რეგიონებში

2026-06-09 13:47:59+04:00

ვინც მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში დასვენებას საქართველოში აპირებს, აუცილებლად დააინტერესებს, როგორია სასტუმროს ფასები რეგიონების მიხედვით და რამდენად გაზრდილია ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბაზრის მიმოხივლას PMCG-ი კვლევითი ორგანიზაცია აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ამ წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი 11.8%-ით, წლიურად კი 8.7%-ით არის გაზრდილი, ხოლო განთავსების საშუალო ფასი - 121 ლარიდან 482 ლარამდე მერყეობს. კვლევის მიხედვით, თვის ჭრილში სასტუმროების ფასების ყველაზე დიდი ზრდა ქვემო ქართლში, აჭარასა და თბილისში აღინიშნა, წლიურად კი სასტუმროებში განთავსება ყველაზე მეტად აჭარაში, გურიასა და კახეთში გაძვირდა. ამავე კვლევიდან ვიგებთ, რომ მაისში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 121 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 174 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 265 ლარი. რაც შეეხება ფასებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, განთავსების საშუალო ღირებულება 482 ლარი იყო, თუმცა ყველაზე მაღალი საშუალო ფასი დაფიქსირდა კახეთში - 675 ლარი, გურიაში - 674 ლარი და თბილისში - 653 ლარი