პუტინისადმი წერილისგან საჭირო შედეგი მივიღე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტალინში ჩრდილეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე წერილი გავგზავნე სხვადასხვა ინსტიტუტებში, ევროკავშირიდან დაწყებული, აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის კონგრესს, და ასევე პუტინს გავუგზავნე. სხვადასხვა მიზნები მქონდა. მაგალითად, როდესაც აშშ-ს მივმართავდი, ყველაფრის გაკეთება მსურდა, რათა ცოტათი მათი ყურადღება ახლოა აღმოსავლეთიდან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე გადმომეტანა.
ყველა დეტალის გაზიარება არ შემიძლია, მაგრამ ჩემს სახელმწიფოს ანტისარაკეტო საშუალებების ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა სჭირდება. შედეგი მივიღე, მაგრამ ახლა არ შემიძლია თქმა კონკრეტულად როგორი იყო ეს შედეგი, მაგრამ ეს გავაკეთე.
მიზანი მქონდა, როდესაც პუტინს წერილს ვუგზავნიდი, და ვფიქრობ, რომ საჭირო შედეგი მივიღე,” - განაცხადა ზელენსკიმ.