4 ოქტომბრის საქმეებზე საპროცესო შეთანხმებებს პოლიტიკური დავა მოჰყვა - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეებზე საპროცესო შეთანხმებებს პოლიტიკური დავა მოჰყვა

2026-06-09 20:50:17+04:00

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და შესაბამის დამოკიდებულებას გამოხატავენ, სახელმწიფო რეაგირების შესაბამის ფორმას იყენებს. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მიდგომა უკვე რამდენიმე საქმეშიც გამოიკვეთა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციის ნაწილს. პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების დროს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი უსამართლოდ დააკავეს. პოლიტიკურ სპექტრში საკითხზე დისკუსია კვლავ გრძელდება.