მმართველი გუნდი და ოპოზიცია პარტიების აკრძალვის საკითხის გარშემო ერთმანეთს უპირისპირდებიან - Palitra News

მმართველი გუნდი და ოპოზიცია პარტიების აკრძალვის საკითხის გარშემო ერთმანეთს უპირისპირდებიან

2026-06-09 20:51:12+04:00

ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში, ისინი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება ბუნებრივი შედეგი იქნება. საკითხს მწვავედ ეხმაურება ოპოზიცია, სადაც აცხადებენ, რომ ხელისუფლება რეალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაზეა კონცენტრირებული.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებით, აკრძალვის საკითხის გააქტიურება მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესებითა და ძალაუფლების დაკარგვის შიშით არის განპირობებული.