ვაშინგტონი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შესწავლას გეგმავს - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები - Palitra News

ვაშინგტონი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შესწავლას გეგმავს - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

2026-06-09 21:00:01+04:00

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესაძლო საქმიანობის შესწავლას ავალებს.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო მეტად ექცევა იმ სახელმწიფოების გავლენის ქვეშ, რომლებსაც ვაშინგტონი მთავარ გეოპოლიტიკურ კონკურენტებად განიხილავს. სწორედ ამ ფონზე გაჩნდა ინიციატივა, მომზადდეს დეტალური ანგარიში უცხოური გავლენებისა და მათი შესაძლო შედეგების შესახებ.

კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ გუშინ, 8 ივნისს დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა. შემდეგ ეტაპზე დოკუმენტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება, სადაც მისი ბედი საბოლოოდ გადაწყდება.