საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა უვიზო რეჟიმის ტექნიკურ საკითხებს დაეთმობა - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა უვიზო რეჟიმის ტექნიკურ საკითხებს დაეთმობა - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2026-06-09 21:03:42+04:00

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ივნისში დაგეგმილი შეხვედრა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს დაეთმობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა პროცესში კონსტრუქციული თანამშრომლობის მიზნით ერთვება და პარტნიორებთან ღია დიალოგის გაგრძელებას ელოდება. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ვიზალიბერალიზაციის თემის ირგვლივ გავრცელებული ზოგიერთი შეფასება რეალობას აცდენილია და საკითხის პოლიტიზებას უწყობს ხელს.

ამავე დროს, ევროკომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების გარკვეული ნაბიჯები იმ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, რომლებზეც უვიზო რეჟიმი დაფუძნდა. თუმცა ბრიუსელში ხაზს უსვამენ, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ამ ეტაპზე ნაადრევია.