დონალდ ტრამპი - ირანელებმა ჩვენი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში პატრულირებდა - აშშ-მა უნდა უპასუხოს ამ თავდასხმას - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანელებმა ჩვენი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში პატრულირებდა - აშშ-მა უნდა უპასუხოს ამ თავდასხმას

2026-06-09 21:49:18+04:00

ირანელებმა გასულ ღამეს ამერიკული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, აშშ ამ თავდასხმას უპასუხებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ორივე პილოტი უსაფრთხოდაა.

“ჩვენმა დიადმა სამხედრო ძალებმა ახლა შემატყობინეს, რომ წინა ღამეს ირანელებმა ერთ-ერთი ჩვენი Apache-ის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში პატრულირებდა. ორი პილოტი იყო, ორივე უსაფრთხოდ არის და დაზიანებები არ აქვთ. ამის მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა საჭიროების გამო უნდა უპასუხოს ამ თავდასხმას”, - წერს ტრამპი.