ბათუმის ზღვაში ერთმანეთს ორი კატერი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კატერზე მსხდომები დაშავდნენ.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.
“ანბანის კოშკთან“ მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.