06:57
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
"3 დღე შაქრიან წყალზე ვიყავით, ბავშვს შიმშილისგან გული წაუვიდა" - 10-შვილიანი ოჯახის ცხოვრება საახალწლო სუფრისა და საჩუქრების გარეშე
19-12-2016

მირიან ჩიკვაიძესა და ნინო ბუთხუზსს 10 შვილი ჰყავთ, უფროსი 20 წლის გიორგია - უმცროსი  ერთი თვის წინ მოევლინა ქვეყანას. ახალგაზრდა მშობლები ათ შვილთან ერთად უკვე ორი წელია გლდანში, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. მანამდე 20-მდე საცხოვრებელი გამოიცვალეს. უსახსრობის გამო, 150-ე საჯარო სკოლის სარდაფში ორი წელი გაატარეს, მერე 129-ე სკოლის დამხმამრე ფართში და ერთი პერიოდი დანგრეული ფოსტის შენობის 11 კვადრატული ზომის ოთახში ცხოვრობდნენ.

ჩიკვაიძეების 12 სულიანი ოჯახის, პატარა წევრებმა საახალწლო საჩუქრების სია უკვე ჩამოწერეს. იმედი აქვთ, რომ ამ ახალ წელს მაინც შეუსრულდებათ დიდი ხნის ნატრვა და თოვლის ბაბუა, ახლა მაინც გაახარებთ... ისინი ნამდვილ ახალ წელზე ოცნებობენ. ახალ წელზე, სადაც სხვა ოჯახების მსგავსად, მათ სახლშიც გაიშლება სადღესასწაულო სუფრა და მიიღებენ ნანატრ საჩუქრებს, რომლებსაც უკვე წლებია ელიან თოვლის ბაბუისგან... ჩვენ ერთად შეგვიძლია, შევცვალოთ ამ პატარების იმედგაცრუება დიდი პოზიტივით!!!

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები