04:36
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
3 ფაქტი
3 ფაქტი, რომელიც პირველად შესაძლოა, ამ ვიდეოდან გაიგოთ - თევზაობის უცნაური მეთოდი, სინას მთა და უფასო სასადილო ყველზე ბევრი ბენეფიციარით
18-03-2019

ათონის მთა მისტიური ხასიათის მატარებელია. ეს არის წმინდა ადგილი სადაც ადამიანს მშვიდად და გაწონასწორებულად შეუძლია გადაეშვას ღრმა ფიქრში.ეს ბერი ნეილოსის სიტყვებია,რომელიც ათონის მთაზე მესამე ათწლეულია ცხოვრეობს
ათონის ნახევარკუნძული საბერძნეთის აღმოსავლეთით მდებარეობს,იგი მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ცენტრია
ათონის მთაზე ბერები პირველად მე9 საუკუნეში დასახლდნენ.აქ დრო თითქოს გაჩერებულია .ათონი საკმაოდ რთულად მისადგომი ადგილია,სურვილის შემტვევაშიც ყველას არ აქვს უფლება ამ ნახევარკუნძულის მონახულების. მონასტრები  პირდაპირ კლდეებზეა დაშენებული,ზღვის დონიდან 100 მეტრზე და უფრო მაღლა..,. მთაზე უამრავი მონასტერია,ერთ-ერთი მათგანი „აგიას ტრიადოსი“ ათონის მთის სამხრეთით მდებარეობს. ამ მონასტერში 27 კელიაა ,რომელშიც 32 ბერი ცხოვრობს. მთლიანად ათონის მთაზე 2000 მდე ბერი ცხოვრობს. ათონს ყოველდღიურად 200მდე ადამიანი სტუმრობს.  ბერების ცხოვრება მთლიანად ლოცვისთვისაა მიძღვნილი. ლოცვის გარდა ბერები ყოველდღიურად მუშაობენ ,აქვთ საკუთარი მეურნეობა.მოყავთ ხილი და ბოსტნეული,ამზადებენ ღვინოს. ყველა ბერს თვისი საქმეა აქვს. ზოგი სისუფთავეზე აგებს პასუხს,ასევე არიან ბერები,რომლებიც ულამაზეს ნაკეთობებს აკეთებენ. ათონის წმინდა მთაზე ბერების რაოდენობა ყოველწიურად იზრდება.სტუმრებისთვის ყოველდღიურობა არქაულ კომუნას  გავს. მაგრამ ბერებისთვის ათონის მთა სიმშვიდის ადგილს წარმოადგენს.


თევზაობა მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილშია პოპულარული,ზოგისთვის ეს გასართობია,ზოგი თევზაეობით ირჩენს თავს.  თუ თქვენ იმოგზაურებთ შრი ლანკა/ში აუცილებლად შეხვდებით თევაზაობის უცნაურ მეთოდს,რომელცას მხოლოდ შრი ლანკაში იყენებენ. წყალში მოთავსებულია ე.წ წეროს ფეხები,რომელის ბოლოშიც უნდა მოთვსდეს მეთევზე. ასეთი ტექნიკას ბევრი აღარ იყენებს,თუმცა მეთვზეების ნაწილისთვის ეს ერთგგვარი ტრადიციაა,რომელსაც მოფრთხილება სჭრიდება. წეროს ფეხებზე თევზაობის ისტორია მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება.ომის დროს  ნავი ძალიან რთულად მოისაპოვებელი იყო,ამიტომ მეთევზეებმა კრეატიული მეთოდი მოიფიქრეს. ნაპირიდან მოშორებით  მოთავსებული წეროს ფეხები უფრო მეტი თევზის დაჭერის  საშუალებას იძლევა.  მეთევზეები  დღის განმავლობაში ორჯერ,დილით და საღამოს გადიან სათევზაოდ.სანაპიროზე მოწყობილია ადგილები სადაც მთელი სეზონის განმავლობაში შესაძლებელია თევზაობა. წყალში მოთავსებიდან ბოძებზე თევაზობა 4 თვის განმავლობაში შეიძლება,4თვის შემდეგ მეთევზეები წყალში ახალ ბოძებს არჭობენ. სეზონის პიკში მეთევზეები დღის განმავლობაში 4 – 5 კილო თევზს იჭერენ. დღეს თვზაობა არც თუ ისე შემოსავლიანია, შრილანკელი მეთევზეების უმეტესობას ხვა სამსახურები აქვთ ,მაგრამ მათ არ სურთ ტრადიციის დავიწყება. ტრაიდიცული თევზაობის მეთოდი ადგილობრივ მოსახლეობაში თობებში გადადის.


წარმოგიდგენიათ სასადილო სადაც ათსობით ადამიანი ერთდროულად იღებს საკვებს, ათასობით და ათიათასობით. ინდოეთში მაჰარაშტრაში არსებობს უფასო სასადილო,რომელსაც შირდი საი ბაბა ეწოდება. უფასო სასადილო ყოველდღერ დაახლოებით 40 ათას ადამიანს მასპინძლობს. უფასო სასადილო 2008 წელს, სულიერი ლიდერის საი ბაბას წყალობით აშენდა. ბაბა ამბობდა,რომ ყველა ადამიანს უნდა ქონდეს საკვები და  წყალი. სასადილოს სამზარეულო ერთ-ერთი უდიდესია მთელს აზიში. სამუშაო დღე დილით შვიდის ნახევარზე იწყება, საკვების მოსამზადებლად 300 ადამიანი მუშაობს. კიდე 300 ადამიანი მომსახურებით და სხვა საქმეებითაა დაკავებული.სასადილო დილის 10 საათიდან საღამოს 10 მდე ემსახურება ადამიანებს. საკვები ყოველდღურად განსხვავებუილა ,თუმცა რაციონი ერთი და იგივეა. სადილში ყოველთვის შედის,ბოსნტეული,ლბოიო,ოსპი,ბრინჯი და პური. 40 ათასის გამოსაკვებად უამრავი საკვებია საჭირო.3 ტონა პური,2 ტონა ბოსტნეული,1 ტონა ოსპიდა ასე შემდეგ. ამდენი საკვების მოსამზადებლად უამრავი რესურსია საჭირო,მათ შორის ელექტროენერგია. ელექტროენერგიას სასადილო მზის პანელების მეშვეობით იღებს,რომელის შენობის სახურავზე განთავსებული. როგორც ამბობებნ,აზიაში მზის პანელების სისტემის სიდიდით სასადილო მეორე ადგილზეა.

AutoPlay
ძმარი ერთ-ერთი ყველაზე ძველი პროდუქტია - 3 საინტერესო ფაქტი, ნახეთ ვიდეოში
09-09-2019
ჰუას მთაზე მონასტერს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს - ეს და სხვა ფაქტები, რომლებიც პირველად შესაძლოა ამ ვიდეოდან შეიტყოთ
22-07-2019
"ჩაი დრაკონის ბუდიდან" ანუ ყველაზე ცნობილი მწვანე ჩაი - ეს და სხვა საინტერესო ფაქტები, რომლებიც პირველად შესაძლოა ამ ვიდეოდან შეიტყოთ
15-07-2019
აბუნა იამატაში მომლოცველები სახიფათო გზას შიშელი ფეხებით გადიან - ეს და სხვა საინტერესო ფაქტები, რაც შესაძლოა არც კი გსმენიათ
08-07-2019
მოძრავ ბაზრობაში კვირაში 2 ტონა ხილ-ბოსტნეული იყიდება - ეს და სხვა საინტერესო ფაქტები, რომლებიც შესაძლოა არც კი გსმენიათ
01-07-2019
იცოდით ბაზარი ნეკლონგი, რომელზეც ლიანდაგი გადის? - ეს და სხვა საინტერესო ფაქტები, რომლებზეც შესაძლოა არც კი გსმენიათ
17-06-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები