12:07
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
3 რეგულაცია, რომელიც დღეიდან მსუბუქდება
05-05-2020

დღეიდან ავტოსარემონტო დაწესებულების მუშაობა და სამშენებლო საქმიანობა დასაშვები ხდება. ამის შესახებ, პრემიერმა გიორგი გახარიამ გუშინ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და სამშენებლო მასალის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ საქმიანობა განაახლონ. ასევე დღეიდან ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ საქმიანობის განხორციელება ავტოსარემონტო კომპანიებსაც.

თუმცა, გახარიას თქმით, ამ კომპანიებს იმ რეკომენდაციების და უსაფრთხოების წესების დაცვა მოუწევთ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული.

ამასთან, უკვე დღეიდან ორი დიდი ქალაქი - ქუთაისი და ბათუმი გაიხსნება და იქ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები