09:47
22 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მოგზაურობა
3000 წლის ისტორიის მქონე - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი ჩინური სამზარეული
17-10-2019

ჩინური სამზარეულო - მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, რთული და მრავალფეროვანი.

ჩინელებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფერი, გემო და სურნელება, არამედ მნიშვნელოვანია სერვირებაც. ჩინური სამზარეულოს ძირითადი პრინციპები დაახლოებით 3000 წლის წინ ჩამოყალიბდა და მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, არ შეცვლილა. ჩინელებისთვის საჭმელი ოდითგანვე ნიშნავდა ჯანმრთელობას, ხოლო ჯანმრთელობა ყოველთვის კარგ კვებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ ადრეულ ეპოქაში მზარეული, როგორც წესი, ექიმისა და ფარმაცევტის პროფესიებსაც ითავსებდა.

ჩინური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ბრინჯი, რომელიც გამოიყენება ჩინეთის ყველა რეგიონში.ზოგადად, განხვავებული კლიმატური პირობების გამო, სხვადასხვა რეგიონებში ჩინური კერძების მომზადების წესი და გემო განსხვავებულია, ეს ასევე დამოკიდებულია ეთნიკურ ჯგუფზე. სამხრეთელებს უყვართ ნაკლებად მლაშე კერძები, რომელთაც ნაკლები სურნელება ახასიათებს., ხოლო ჩრდილოელებს უყვართ კერძები მარილითა და სოიოს სოუსით. სიჩუანელებისთვის წარმოუდგენელია კერძი წიწაკის გარეშე, შანსიში მოსწონთ ძმრიანი საჭმელები. ამდენად, ჩინეთში უამრავი რეგიონალური სამზარეულოა.

ჩინულ სამზარეულოში ბოსტნეული განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ეს სამზარეულო ათასობით ბოსტნეულს აერთიანებს. მათი უმეტესობის სამშობლო ჩინეთია და ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ევროპაში გავრცელებული ბოსტნეულისაგან.  მათ სამზარეულოში არ არსებობს მხოლოდ ხორცის ან მხოლოდ ბოსტნეულის კერძები; არამედ რამდენიმე ინგრედიენტის კომბინირებით ამზადებენ ერთ განსაკუთრებულ კერძს. ჩინური სამზარეულოსათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია კერძების ჰარმონიზაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი სადილის განმავლობაში ჩინელები არასოდეს მიირთმევენ ერთი და იგივე ხორცის ან მსგავსი გემოსა და სტრუქტურის მქონე საკვებს.

ჩინური სამზარეულოს კერძები მოაქვთ დიდი ზომის ლანგრებით და დგამენ აუცილებლად ყველაფერს მრგვალი მაგიდის ცენტრში. მაგიდა ტრიალებს და შესაბამისად თითოეულ სტუმარს შეუძლია გადაიღოს მისთვის სასურველი ულუფა. ყველა თავისი საკუთარი ჩხირებით სარგებლობს. სუფრის აუცილებელი ატრიბუტებია : ბრინჯისთვის განკუთვნილი ფიალა, ფაიფურის კოვზი, წვნიანის ღრმა თეფში, ჩაის ფინჯანი და ჩხირები.

AutoPlay
სანელებლებით მდიდარი და ცილებით გაჯერებული კერძები - ყველაფერი ინდური სამზარეულოს შესახებ
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
გამორჩეული და გემრიელი პორტუგალიური გავლენებით - ბრაზილიური სამზარეულოს თავისებურებები
14-11-2019
სოსისი, ძეხვეულობა, ლუდი - ყველაფერი გემრიელი და მსუყე გერმანული სამზარეულოს შესახებ
07-11-2019
ქაბაბი, ბოზბაში, ფლავი - მრავალფეროვანი და საინტერესო აზერბაიჯანული სამზარეულო
31-10-2019
4-საუკუნოვანი ბერძნული კულინარიის ისტორია - ხორციანი, უხორცო და მარტივად მოსამზადებელი კერძები
25-10-2019
ლუდი და ძეხვეული, ბებიების შემონახული რეცეპტებით დამზადებული კერძები... - ყველაფერი ჩეხური სამზარეულოს შესახებ
10-10-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები