01:33
24 ოქტომბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
4%-იანი უმუშევრობა და 140-დოლარიანი მინიმალური ხელფასი - მთიანი ყარაბაღი რიცხვებში
29-09-2020

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება. აზერბაიჯანსა და სომხეთში, ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.

მთიანი ყარაბაღი (არცახი) დე ფაქტო რესპუბლიკაა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წლის 2 სექტემბერს გამოაცხადა. მოიცავს აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ოლქსა და მის მეზობლად მდებარე შაუმიანის რაიონს. ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკაში დაახლოებით 150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დასაქმებულია და უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ 4%-ს შეადგენს. ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა - ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ოქროს და სპილენძის მოპოვება, ტრიკოტაჟის წარმოება.

2019 წლის მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტი 7 მილიონ 168 ათას დოლარს, ერთ სულ მოსახლეზე კი 4 ათას 779 დოლარს შეადგენდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სავაჭრო პარტნიორი მხოლოდ სომხეთია, „რესპუბლიკა“ წარმოებულ პროდუქციას სომხეთში ყიდის და შესაბამისად, იმპორტსაც სომხეთიდან ახორციელებს. მთიან ყარაბაღში საშუალო ხელფასი და პენსია არც ისე დაბალია. ოფიციალური მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკაში საშუალო ხელფასი 185 ათას 665 დრამია, რაც დღევანდელი კურსით 382 დოლარია, მინიმალური ხელფასი კი 140 დოლარი, ანუ 68 ათასი დრამია. რაც შეეხება პენსიას, „რესპუბლიკაში“ ის თვეში 105 დოლარს შეადგენს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები