14:13
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
4 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში კიტრი შემოდის
30-04-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შერჩეული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა ბანანი, ციტრუსები, ვაშლი, პომიდორი და კიტრი.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 21 მილიონ 381 ათას 800 ამერიკული დოლარის ბანანი; 12 მილიონ 613 ათას 800 დოლარის - ციტრუსები; მილიონ 876 ათას 900 დოლარის - ვაშლი, 5 მილიონ 532 ათას 300 ამერიკული დოლარის პომიდორი და 3 მილიონ 224 ათას 100 დოლარის კიტრი შემოვიდა.

მათ შორის, კიტრის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, საიდანაც მილიონ 868 ათას 900 ამერიკული დოლარის კიტრის იმპორტი განხორციელდა, მას მოსდევს - ირანი - მილიონ 337 ათას 100 დოლარით; მე-3 ადგილზეა - აზერბაიჯანი, საიდანაც 10 ათას 800 ამერიკული დოლარის კიტრი შემოვიდა; მე-4 პოზიციას კი იორდანია იკავებს, საიდანაც 7 ათას 400 დოლარის კიტრის იმპორტი განხორციელდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები