11:24
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
4 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში პომიდორი შემოდის
29-04-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შერჩეული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა ბანანი, ციტრუსები, ვაშლი, პომიდორი და კიტრი.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 21 მილიონ 381 ათას 800 ამერიკული დოლარის ბანანი; 12 მილიონ 613 ათას 800 დოლარის - ციტრუსები; მილიონ 876 ათას 900 დოლარის - ვაშლი, 5 მილიონ 532 ათას 300 ამერიკული დოლარის პომიდორი და 3 მილიონ 224 ათას 100 დოლარის კიტრი შემოვიდა.

მათ შორის, პომიდორის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, საიდანაც, 5 მილიონ 328 ათას 800 ამერიკული დოლარის პომიდორი შემოვიდა; მას მოსდევს - ირანი - 172 ათას 700 დოლარით; მე-3 ადგილზეა - აზერბაიჯანი - 21 ათას 100 ამერიკული დოლარით; მე-4 პოზიციას კი ნიდერლანდი იკავებს, საიდანაც, 9 ათას 700 დოლარის პომიდორის იმპორტი განხორციელდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები