09:45
22 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მოგზაურობა
4-საუკუნოვანი ბერძნული კულინარიის ისტორია - ხორციანი, უხორცო და მარტივად მოსამზადებელი კერძები
25-10-2019

ბერძნული კულინარიის ისტორია 3500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. მასში შერწყმულია ხმელთაშუა ზღვისა და აღმოსავლეთის ქვეყნების სამზარეულოს საუკეთესო მიღწევები და ამავდროულად თავადაც უდიდესი გავლენა მოახდინა მეზობელი ქვეყნების კულტურაზე.

ბერძნული სამზარეულო გამოირჩევა უბრალოებით, მაღალხარისხოვანი პროდუქტების გამოყენებით და მათი საუკეთესო შეხამებით. ბერძნულ კულინარიაში დიდი ადგილი ეთმობა ზეთისხილსა და ზეითუნის ზეთს, ხილს, ბოსტნეულს, ახალ თევზსა და ზღვის პროდუქტებს,ასევე ყველის ნაირსახეობებს. ბერძნული კერძების საოცარ არომატს განაპირობებს როზმარინის, რეჰანის, ოხრახუშის, პიტნის, ქინძისა და თავშავას გამოყენება.

ბერძნები უპირატესობას ანიჭებენ როგორც ხორციან, ასევე უხორცო, ბოსტნეულისა და მარცვლეულის მარტივად მოსამზადებელ კერძებს. რელიგიური დღესასწაულების დროს შამფურზე წვავენ ცხვრის ხორცს ან მთლიანად ცხვარს. პოპულარულია მაყალზე შემწვარი ახალდაჭერილი მდინარისა და ზღვის თევზი.

ბერძნული პურობა გაცილებით ბევრს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ კერძების დაგემოვნება და დანაყრება. სუფრასთან იკრიბებიან ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და დროებით ივიწყებენ ყოველდღიურ უსიამოვნებებსა და დაღლილობას. ეს ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს. ჰომეროსსა და პლატონს აღწერილი აქვთ არაერთი ლხინი, რჩეული კერძებითა და საუკეთესო სასმელით, სადაც პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, წყდებოდა მრავალი ისტორიული მოვლენის ბედი.

AutoPlay
სანელებლებით მდიდარი და ცილებით გაჯერებული კერძები - ყველაფერი ინდური სამზარეულოს შესახებ
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
გამორჩეული და გემრიელი პორტუგალიური გავლენებით - ბრაზილიური სამზარეულოს თავისებურებები
14-11-2019
სოსისი, ძეხვეულობა, ლუდი - ყველაფერი გემრიელი და მსუყე გერმანული სამზარეულოს შესახებ
07-11-2019
ქაბაბი, ბოზბაში, ფლავი - მრავალფეროვანი და საინტერესო აზერბაიჯანული სამზარეულო
31-10-2019
3000 წლის ისტორიის მქონე - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი ჩინური სამზარეული
17-10-2019
ლუდი და ძეხვეული, ბებიების შემონახული რეცეპტებით დამზადებული კერძები... - ყველაფერი ჩეხური სამზარეულოს შესახებ
10-10-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები