10:54
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნიორს ყიდულობს
27-05-2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნა რამდენჯერმე გაიზარდა. მათ შორის, ერთ-ერთი არის ნიორი.

ნიორის იმპორტი გაიზარდა საქართველოშიც, კერძოდ, 2020 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში თითქმის 3-ჯერ მეტი ნიორი შემოვიდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

უფრო კონკრეტულად, წელს საქართველომ სულ 385 ტონა ნიორი იყიდა, შარშან კი მხოლოდ 137 ტონა. შარშან 4 თვეში ნიორის იმპორტისთვის ქვეყნიდან მხოლოდ 84 ათას 100 დოლარი გავიდა, წელს, ანალოგიურ პერიოდში კი 273 ათას 400 დოლარი.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს საქართველომ ნიორი მხოლოდ 5 ქვეყანაში იყიდა. ტოპ-5 ქვეყნის ჩამონათვალი საიდანაც, მიმდინარე წელს ნიორის შემოვიტანეთ ასე გამოიყურება - ჩინეთი, ირანი, უკრაინა, სომხეთი და ნიდერლანდები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები