16:19
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ხორცი შემოდის
08-05-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში ხორცისა და თევზის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა ქათმის ხორცი, ღორისა და საქონლის ხორცი და თევზი.

საქსტატის ცნობით, მათ შორის, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 64 მილიონ 354 ათას 300 ამერიკული დოლარის ქათმის ხორცი; 30 მილიონ 493 ათას 800 დოლარის - ღორის; 13 მილიონ 903 ათას 200 დოლარის - საქონლის ხორცი და 33 მილიონ 14 ათას 900 ამერიკული დოლარის თევზი შემოვიდა.

მათ შორის, ღორის ხორცის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ბრაზილია, საიდანაც 25 მილიონ 145 ათას 500 დოლარის ხორცის იმპორტი განხორციელდა, მას მოსდევს კანადა - 2 მილიონ 402 ათას 100 დოლარით; მე-3 ადგილზეა - ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც გასულ წელს 483 ათას 300 დოლარის ღორის ხორცი შემოვიდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ესპანეთი და გერმანია იკავებენ, საიდანაც იმპორტმა, შესაბამისად, 478 ათას 200 და 437 ათას 400 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქონლის ხორცს, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს უკრაინა - 6 მილიონ 572 ათას 300 დოლარის იმპორტით; მას მოსდევს - ბრაზილია 3 მილიონ 709 ათასი დოლარით; მე-3 პოზიციაზე არის ნიდერლანდი, საიდანაც მილიონ 483 ათასი დოლარის საქონლის ხორცი შემოვიდა; მე-4 და მე-5 ადგილებს კი იყოფენ - მოლდოვა და ირლანდია, შესაბამისად, 750 ათას 500 და 485 ათას 200 დოლარის იმპორტით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები