14:46
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსუბუქი ავტომობილები შემოდის
04-05-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2019 წელს საქართველოში ავტომობილების, სპეცტექნიკისა და მათი ნაწილების იმპორტი შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, სპეცტექნიკა და სათადარიგო ნაწილები.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 691 მილიონ 406 ათას 800 დოლარის მსუბუქი ავტომობილები; 72 მილიონ 309 ათას 300 დოლარის - სატვირთო ავტომობილები; 74 მილიონ 608 ათას 700 დოლარის - სპეცტექნიკა და 42 მილიონ 4 ათასი დოლარის სათადარიგო ნაწილები შემოვიდა.

მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც, 289 მილიონ 369 ათას 800 დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა; მას მოსდევს იაპონია - 177 მილიონ 831 ათას 500 დოლარით; მე-3 ადგილზეა - თურქეთი, 62 მილიონ 86 ათასი დოლარის მსუბუქი ავტომობილების იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი გერმანია და გაერთიანებული სამეფო იკავებს, საიდანაც, შესაბამისად, 55 მილიონ 552 ათას 100 და 29 მილიონ 886 ათას 100 აშშ დოლარის ავტომობილების იმპორტი განხორციელდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები