11:41
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 პროდუქტი, რომელიც აპრილში გაიაფდა
05-05-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.1 პროცენტით განისაზღვრა.

იმ 5 პროდუქტს შორის, რომელიც აპრილში გაიაფდა, ლიდერობს კომბოსტო, რომლის ფასიც 69,2%-ით არის შემცირებული. მას მოსდევს - მწვანე ლობიო - 25,2%-იანი გაიაფებით; მე-3 ადგილზეა წიწაკა, რომლის ფასმაც - 23,4%-ით დაიკლო; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი პომიდორი და ბადრიჯანი იკავებენ, ფასის - 11,8%-იანი და 9,4%-იანი შემცირებით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები