07:31
30 ნოემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდით რუსეთში
26-10-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 121 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის იმპორტი 5.1%-ით, ხოლო ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს - ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტმაც - 82 მილიონ 513 ათასი 300 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ფეროშენადნობები - 79 მილიონ 299 ათას 300 დოლარით; მე-3 ადგილზეა მინერალური და მტკნარი წყლები - 29 მილიონ 711 ათას 900 დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სპირტიანი სასმელები და ახალი გარგარი, ალუბალი, ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო ინაწილებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 21 მილიონ 864 ათას 800 და 19 მილიონ 331 ათას 500 დოლარი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები