08:05
26 ოქტომბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ რუსეთში
25-09-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 22 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის იმპორტი 2.1%-ით, ხოლო ექსპორტი 21.4%-ით შემცირდა.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლის იმპორტმაც 86 მილიონ 763 ათას 900 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს - ხორბალი და მესლინი - 68 მილიონ 880 ათას 400 დოლარით; მე-3 ადგილზეა - ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 24 მილიონ 402 ათას 800 დოლარით; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს მზესუმზირის ზეთი და სატელეფონო აპარატები იკავებენ, რომელთა იმპორტმაც შესაბამისად, 20 მილიონ 833 ათას 400 და 19 მილიონ 141 ათას 800 დოლარი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები