19:53
26 ნოემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ რუსეთში
30-10-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 121 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის იმპორტი 5.1%-ით, ხოლო ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს - ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 93 მილიონ 62 ათას 500 დოლარით; მას მოსდევს ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 80 მილიონ 289 ათას 700 დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა - ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 26 მილიონ 336 ათას 600 დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მზესუმზირის ზეთი და სატელეფონო აპარატები იკავებენ, რომელთა იმპორტმაც 22 მილიონ 786 ათას 600 და 20 მილიონ 923 ათას 600 დოლარი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები