17:44
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
7 რჩევა, რაც ბავშვის თეთრეულის შერჩევისას გამოგადგებათ - ასევე იცოდეთ, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოცვალოთ და რამდენ გრადუსზე უნდა გარეცხოთ?
02-02-2019

ერთი შეხედვით ლოგინის თეთრეულის შერჩევას დიდი ფიქრი არ სჭირდება, მაგრამ თუ ეს თეთრეული ბავშვისთვის გინდათ, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება მაინც მოგიწევთ. სწორად შერჩეულ თეთრეულზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბავშვის ჯანსაღი ძილი. რეკომენდებულია, რომ თეთრეული პატარას კვირაში ერთხელ გამოუცვალოთ, ზაფხულის ცხელ დღეებში ან ავად ყოფნის პერიოდში - უფრო ხშირად.

როგორც წესი, ბავშვისთვის დედები ფერად თეთრეულს ყიდულობენ, ჭრელი ფერები კი რეცხვისას ხუნდება. ამიტომ ნუ გარეცხავთ ზეწრებს 60 გრადუსზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე. ყოველგვარი მავნე მიკროორგანიზმის გასანადგურებლად ეს ტემპერატურაც სავსებით საკმარისია. გასაშრობად სუფთა ჰაერზე გაფინეთ, რადგან ულტრაიისფერი სხივები ქსოვილის დეზინფექციას მოახდენს. გარდა ამისა, რაც შეეხება ფერებს, ბავშვის სიმშვიდისთვის გაცილებით ჯობს, პასტელური, დამჯდარი ფერები შეარჩიოთ და არა ძალიან მკვეთრი, მით უმეტეს - წითელი, რომელიც აღმგზნებ და გამაღიზიანებელ ფერად მიიჩნევა და საძინებელში ამ ფერის გამოყენებას საერთოდაც არ ურჩევენ ხოლმე.

ლოგინის თეთრეულის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

•    რაც უფრო უბრალო და ნატურალურია ქსოვილი, მით უკეთესი. ხელოვნური ქსოვილის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.
•    ხარისხიანი თეთრეული მთლიანი ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი და შუაში გადაბმის ნაკერი არ უნდა ჰქონდეს.
•    ნუ მოგერიდებათ და ყიდვის წინ დაყნოსეთ კიდეც ქსოვილი - მას არც ნესტის და არც საღებავის სუნი არ უნდა ჰქონდეს.
•    ხელით მოსინჯეთ ქსოვილი - უხეში არ უნდა იყოს. თან შეფუთვასაც დააკვირდით - ბაზრის წესები გვეუბნება, რომ რაც უფრო დახვეწილია შეფუთვა, მით უფრო ხარისხიანია ქსოვილი. ეტიკეტზე გარკვევით უნდა ეწეროს მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია, კომპლექტის ზომები და შემადგენლობა, ასევე მისი მოვლის წესები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები